Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
598 419 416
iuristi.com

ოქტომბერში, საარსებო მინიმუმი 252,1 ლარია

ოქტომბერში, საარსებო მინიმუმი 252,1 ლარია



2023 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1.2 ლარით შემცირდა და  ოქტომბერში, საარსებო მინიმუმი 252,1 ლარს შეადგენს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 252,1 ლარი იყო. მაშინ როცა 2023 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 250,9 ლარს შეადგენდა. წლიურად კი მაჩვენებელი 1.8 ლარით არის შემცირებული, კერძოდ, გასული წლის ოქტომბერში საარსებო მინიმუმი – 253,9 ლარს შეადგენდა. 

რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, ის მიმდინარე წლის მე-10 თვეში 223,3 ლარით განისაზღვრა. მაშინ, როცა 2023 წლის სექტემბერში 222,2 ლარი, ხოლო 2022 წლის ოქტომბერში – 224,9 ლარი იყო.


შენიშვნა: 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 598 419 416  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში ქართველი ოპერატორი 351 5 47 00 47  
Italia, Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A


Facebook კომენტარები