Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ორმაგი მოქალაქეობა და პენსია

ორმაგი მოქალაქეობა და პენსია


ორმაგი მოქალაქეობა და პენსია

როგორ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ საქართველოს მოქალაქეობა, იმ შემთხვევაში თუკი განცხადება გაქვთ გაკეთებული სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე და შეგიძლიათ თუ არა პენსიის დანიშვნა საქართველოში.?

განვიხილოთ პროცედურა და ფასები


იმისათვის რომ არ დაკარგოთ საქართველოს მოქალაქეობა, აუცილებელია წარადგინოთ განცხადება მოქალაქეობის შენარჩუნებისათვის. განაცხადის გაკეთება შესაძელებლია:

  • იუსტიციის სახლში,
  • საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა  და საკონსულოში,
  • ონლაინ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგაენტოს ვებ გვერზე: sda.gov.ge-ი 
  • თქვენს მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე. 


აღნიშნული მომსახურების საფასური საფასური შეადგეს:

  • 80 კალენდარულ დღეში 500 ლარს,
  • 60 კალენდარულ დღეში 700 ლარს,
  • 30 კალენდარულ დღეში 1000 ლარს.



ორმაგი მოქალაქეობის მიუხედავად თქვენ შეგიძლიათ განაცხადი გააკეთოთ საქართველოში სახელმწიფო-ასაკობრივი პენსიის დანიშვნის თაობაზე. განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოში, მიუხედავად თქვენი რეგისტრაციის ადგილისა. შეგახსენებთ რომ საპენსიო ასაკი საქართველოში მამაკაცებისთვის არის 65 წელი, ხოლო ქალაბტონებისთვის 60 წელი. გაითვალისწინეთ!სახელმწიფო-ასაკობრივი პენსიის დანიშვნა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა შეწყვეტილი არ ჰქონიათ. 


შეგახსენებთ რომ, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, უფლება აქვთ, 2024 წლის 31 დეკემბრამდე მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები