Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება დადებითი დასკვნა და პრეზიდენტის ბრძანებულება

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება დადებითი დასკვნა და პრეზიდენტის ბრძანებულება


საქართველოს  მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება დადებითი დასკვნა.


იურიდიული კომპანია ნაკაშიძე და პარტნიორები-ს ადვოკატის მორიგი წარმატება, სწორად განსაზღვრული სტრატეგია და კვალიფიციური ადვოკატების რჩევები მნიშვნელოვანია, საქმის წარმატებით დასრულებისათვის.


საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს  განსაკუთრებული დამსახურება ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.


სახელმწიფო ინტერესის საკითხის შეფასების მიზნით, მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ შეიძლება მხედველობაში მიიღოს:


  • სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოს სამშობლოდ მიიჩნევს და იგი ან მისი წინაპარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ან აღნიშნული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ან სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირია;
  • სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს/განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც საქართველოს ეკონიმიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს/შეიტანა;
  • სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და სურს მოღვაწეობა განაგრძოს საქართველოს სახელით.
     
    გაითვალისწინეთ: საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის მიზნით, მოქალაქეობის საკითხთა კომისია უფლებამოსილია სხვა ქვეყნის მოქალაქე მოიწვიოს გასაუბრებაზე.


საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისთვის, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, სრულწლოვანმა დაინტერესებულმა პირმა დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს საქართველოს სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლები.


სრულწლოვანი პირზე საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისთვის წარმოსადგენი დოკუმენტები: 

  • დადგენილი ფორმის განცხადება;
  • პასპორტი ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დაბადების მოწმობა (თუ სრულწლოვანი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი);
  • საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის არანაკლებ 2 რეკომენდაცია სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.
  •  ფოტოსურათი.
  • მომსახურეობის გადახდის დამატასტურებელი ქვითარი.
  • თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე ახორციელებს (ან განახორციელა) ინვესტიციას, არის წარმატებული სპორტსმენი, მეცნიერი ან ხელოვნების მოღვაწე - აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი. 


ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები